01:18 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 18:29:28, 584 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა სააკაშვილის გადაცემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საჭიროა  მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გაყვანა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბრობენ კონსილიუმის წევრი ექიმებიც, საუბარი არ არის იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ან წარმომადგენლებმა მოვიფიქრეთ რამე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გამომდინარეობს ექიმების რეკომენდაციიდან.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეტსაც გეტყვით, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ემალება პრეზიდენტ ზელენსკის. ამ დრომდე რუსეთის მთავარი მტერი და უკრაინის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ აყვანილი და რომელ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ? “, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics