|
2022-02-23 16:27:39, 1050 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD - ის ევროპის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს ისბრანდ ჰოს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორპორაცია BYD , რომელიც მსოფლიოში ელექტროავტომობილების, ავტობუსებისა და ელექტრობატარეების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რეგიონში გაფართოებას გეგმავს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ლოკაციად საქართველოს განიხილავს. BYD - ის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, განსაკუთრებით, ევროკავშირთან მიმართებაში. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კორპორაცია BYD - თან შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)