|
2022-02-18 00:30:25, 1079 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინელი მილიარდელი ახმეტოვი მარიუპოლში ახალ მეტალურგიულ ქარხანას და უნივერსიტეტს 1 მილიარდ დოლარად აშენებს
უკრაინელი მილიარდელი რინატ ახმეტოვისა და ვადიმ ნოვინსკის "მეტინვესტის" ჯგუფი 1 მილიარდ დოლარს ჩადებს ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიულ საწარმოებში ახალი საწარმოო ობიექტის მშენებლობაში. ამის შესახებ კომპანიის მაჟორიტარმა აქციონერმა ახმეტოვმა ფრონტის ხაზზე ვიზიტისას განაცხადა, წერს SCM-ის პრესსამსახური თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. "ჩვენ ვაგრძელებთ მშენებლობას, ვაგრძელებთ ინვესტიციებს. წელს მეტინვესტი ახალ წარმოებაში 1 მილიარდ დოლარს განახორციელებს, ჩვენ ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მარიუპოლს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, ღირსეული ხელფასი და რაც მთავარია ხალხისთვის ბედნიერი ცხოვრება." - განაცხადა მილიარდელმა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ახმეტოვი 6.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და მის საკუთრებაშია System Capital Management JSC, უკრაინის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატი. ახმეტოვი ასევე ფლობს დონეცკის საფეხბურთო კლუბ “შახტარს”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)