00:58 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 16:07:09, 693 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად, ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც არ სურს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინა საუბრობს საკუთარ დამოუკიდებლობაზე, ბევრ სხვა ქვეყანას ამასთან დაკავშირებით „საკუთარი ინტერესები“ ამოძრავებს.

როგორც ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ნატო ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

„უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს... დიდი დრო გავიდა, მაგრამ ნატო-მდე მანძილი არ იკლებს, რა არის მიზეზი? ეს ფილოსოფიური კითხვაა, არის კონკრეტული მიზეზები. რუსეთს, რომელსაც არ სურს, რომ უკრაინა იყოს ნატოს წევრი და ნატო-ს ზოგიერი წევრი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს ამ საკითხში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ეს ინფორმაცია საკმაოდ ღიაა და არ წარმოადგენს საიდუმლოს.

„ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს და ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატო-ში ყოფნა. ეს ასე არ არის. ამ ქვეყნების სახელებს არ გაგიმხელთ, რადგან დღეს ჩემთვის ყველაზე მაღალი ინტერესი არის ის, რომ ყველა ქვეყანა უჭერდეს მხარს. ჩვენთვის ძალიან რთულია ასეთ მეზობლებთან ურთიერთობა, ამიტომ ახლა არ გვჭირდება რაიმე რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები“, - დასძინა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics