|
2022-02-16 12:10:29, 902 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - რუსული ნავთობის მყიდველები ვაჭრობის შეზღუდვისთვის ემზადებიან
ნავთობით მოვაჭრეები და რუსული ნავთობის მყიდველები ემზადებიან ვაჭრობის შეზღუდვისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უკრაინასთან არსებული ვითარების გამო სანქციები დაუწესდება. ამის შესახებ Bloomberg ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით იტყობინება. Bloomberg თანახმად, მოვაჭრეები შიშობენ, რომ შესაძლო შეზღუდვები იმოქმედებს პოპულარული აზიური კლასის ნავთობის მიწოდებაზე. საუბარია ციმბირული ESPO ბრენდის ზეთზე და სოკოლის ზეთზე, რომელიც იწარმოება შორეულ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რამდენიმე იმპორტიორმა დაიწყო აპრილის შესყიდვის გეგმების გადახედვა, აცხადებენ ბაზრის მონაწილეები. S&P Global Platts-ის მონაცემებით, 11 თებერვალს ევროპაში Urals-ის ნავთობის ღირებულება ყველაზე დაბალ სხვაობამდე დაეცა. ამავე დროს, აზიაში ნავთობის ფასი იგივე დონეზე რჩება, აღნიშნავს Bloomberg.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)