00:44 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 21:21:43, 1004 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის 3 პრეზიდენტი ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს დადებული პირობის შესრულებას ახსენებს

„ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ლეონიდ კრავჩუკიმ, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს ერთობლივად გაუგზავნეს.

მათი განცხაებით, მნიშვნელოვანია მემორანდუმის ხელმომწერმა ქვეყნებმა გააცნობიორონ, რომ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი საფრთხეშია და აიღონ პასუხისმგებლობა, ბუდაპეშტში დადებულ პირობაზე.

„რა გვესმის ამგვარ ქმედებებზე შეთანხმების მხარეთაგან? მხოლოდ მოწოდებები მათმა მოქალაქეებმა და დიპლომატებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა, მხოლოდ შემზარავი გაფრთხილებები შემოჭრის შესახებ, თუ დღეს არა, ხვალ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და დათესა პანიკა მოსახლეობაში. მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება აგრესორს, რომ ის გადაიხდის გარკვეულ "საფასურს"(რომელიც, არ მოიცავს Nord Stream 2-ს და SWIFT-ს). ეს ყველაფერია? ჩვენ გვჯეროდა მაშინ, თუმცა იმავე 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა პირად საუბარში სამწუხაროდ გააფრთხილა - „თქვენ მოტყუებული ხართ“. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია დაამტკიცოთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ იყო მხოლოდ ტყუილი. ძლიერს შეუძლია იყოს პატიოსანი და მამაცი. ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა. საბოლოოდ გადადგით ის ნაბიჯები, რომლებიც აგრესორს შეაჩერებს და არ გააძლიერებს მის დაუსჯელობის რწმენას. თქვით სიტყვები, რომლებიც მას დააფიქრებს... მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი საფრთხეშია. გააცნობიერეთ ეს. ძალაა აიღო პასუხისმგებლობა და გაბედო“, - აღნიშნულია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics