|
2022-02-15 15:11:08, 1028 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ჩვენი სამინისტროს უწყებებში ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა. „პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აგრარული მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს. მინისტრის დავალებით, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები უახლოეს ხანში წარმოადგენენ ინიციატივებს და ხედვებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეფექტიან მუშაობას და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)