00:44 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 14:07:53, 652 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - „ფეიკნიუსს“ იყენებენ სააკაშვილი და „ნაცმოძრობა“, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ

„ფეიკნიუსის“ პირველი თვალსაჩინო მაგალითია, თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი იმ მიზნებს ვერ აღწევენ რაც  „ფეიკს“ აქვს რადგან, 10% სიმართლეზეა დაშენებული 90-95% ტყუილი.

„21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი, ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების გახლავთ „ფეიკნიუსი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს და ვერ აღწევენ იმ მიზნებს რაც „ფეიკს“ აქვს,  5-10% სიმართლე. ამ 10% სიმართლეზეა დაშენებული 90-95% ტყუილი.

პირველი თვალსაჩინო მაგალითია დაზარალებული სააკაშვილი, თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. უკრაინულ კანონმდებლობაში არის 55-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუკი ვინმე შეიტანს განცხადებას, თავად განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებული წოდების მომენტი და არა სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება. “, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics