00:34 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 18:07:42, 875 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება სერგეი ლავროვსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართულ საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვმა განუცხადა კოლეგას, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების „პროპაგანდისტული კამპანია“ რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების საბოტაჟისა და „დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის საზიანო მცდელობისკენ“ ახალისებს.

გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო მოლაპარაკებები ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics