00:22 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 14:19:19, 726 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა: მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები - გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები

მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ სამთავრობო და სამინისტროს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ნდომა, რაც მე გამომიცხადეს, 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ თანამდებობაზე და ეს იყო რთული წლები, მაგრამ შეიქმნა საფუძვლები იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გაჯანსაღდება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანი თავისი გამოცდილებით, ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, 3 წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან რთული. მე მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი იქნება გადაწყვეტილება გავანდობ საზოგადოებას. თქვენც მადლობა მედიას, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics