00:10 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 19:18:27, 769 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ჯაფარიძეს უფლებამოსილებას სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რადგან ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა

"ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ეშინია, რადგან მას საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები მოჰყვება.

„სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა. 
ივანიშვილს და "ოცნებას" ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო. 
ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის, სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია.
ამათ გაუშვეს კადრები, სადაც ცემა-ტყეპა და მიწაზე თრევა უკვე დასრულებული ჰქონდათ და აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს შედარებით "მსუბუქი" კადრებიც ღიად ადასტურებს დანაშაულს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ!“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics