00:10 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 15:51:17, 743 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლელოს“ ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 

საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი, რათა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს. 

საპროცედურო კომიტეტმა მიიჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან  კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

„ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics