08:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 11:30:30, 915 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ცვლილებები იქნება გარდაუვალი

რაღაცნაირად გაჯერდა რომ, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული,სინამდვილეში საჭიროა ცვლილებები. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით,  გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ცვლილებები იქნება გარდაუვალი.

"კვირიდან კვირამდე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრობაში არიან. რაღაცნაირად გაჯერდა ეს ყველაფერი, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული, სასამართლო აუცილებლად მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილესი ეს ყველფერი შეძლება, რომ ასე არ იყოს და ამისთვის საჭიროა ცვლილებები, რომლის მოსურვე ქვეყნის უმრავლესობა არის.

ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ცვლილებები მალე მოხდეს. ბევრია, ვისაც ბრძოლის ჟინი არ აკლია,  ცვლილებები იქნება გარდაუვალი და მათი შეუპოვარი ბრძოლა აუცილებლად აიყოლიებს სხვა დანარენებს გაუსაძლისი სოციალურ ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, იმ უსაფრთხოების ნაკლოვანებით, რაც აქვს ყველა საქართველოს მოქალაქეს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად იცხოვრონ. მაგრამ მათ, ვისაც ღონე შემორჩათ და მეტი შეგვძლია, მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ აი აქ არ ვიდგეთ. ჩვენი ენერგია და ჩვენი დრო, რომელიც ყვლაზე შეზღუდულად გვეძლევა, მოხმარდეს ცხოვრების სტანდარტის გუმჯობესებას." - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics