|
2022-02-01 11:29:20, 1668 ნახვა
სამხედრო
ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცლებს. უწყების ცნობით, ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა. "ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა კურსის საველე კომპონენტის მსვლელობასაც დაესწრო, რომელიც ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ერთკვირიანი სწავლება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, JTEC-ის ბაზაზე არსებული წვრთნების შეფასების ცენტრის ორგანიზებით იმართება. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და ქვედა დონის სამეთაურო რგოლისთვის საბრძოლო მომზადებაში შეფასების პრინციპების შესწავლას, სასწავლო ხაზების დაგეგმვისა და მოწინააღმდეგე ძალების გამოყენებით რეალისტური საწვრთნელი გარემოს შექმნის პროცესში უნარების განვითარებას ისახავს მიზნად." - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან გამართა. კრწანისში, JFTC -ის მეთაურმა მას ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარების, მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)