|
2022-02-01 11:04:41, 454 ნახვა
პოლიტიკა
„თიბისიმ“ ბიზნესების მხარდასაჭერად 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
„თიბისი ბანკმა“ და ფრანგულმა საფინანსო ინსტიტუტმა, „პროპარკომ“ 50 მილიონი დოლარის სასესხო ხეშეკრულებას მოაწერეს ხელი. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი, სტეფან ფრუასარდეი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა ესწრებოდნენ. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა პროპარკოსთან გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ორივე მხარის მზაობას, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას შევუწყოთ ხელი და წვლილი შევიტანოთ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიმართულებით. აღნიშნული ტრანზაქცია რიგით მეორე წარმატებული პარტნიორობაა პროპარკოსთან. იმედი მაქვს, მომავალშიც ერთად არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „მოხარული ვარ, რომ, 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ, თიბისისთან თანამშრომლობას ვანახლებთ, საქართველოში SME სექტორის განვითარების მხარდასაჭერად. ეს ტრანზაქცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს თავისი სტრატეგია ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებით და ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდება ბიზნესმომხმარებლების საჭიროებებს“, - სტეფან ფრუასარდეი, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 40 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ჯანდაცვა განათლება და სხვა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)