23:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 12:30:11, 712 ნახვა

პოლიტიკა
ნევროლოგი – მიხეილ სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც საპატიმროში ნაკლებად რეალისტურია

მე ვიყავი ბოლო ვიზიტზე 11 იანვარს, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა 12 იანვრის მერე,  – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

"მე ვიყავი ბოლო ვიზიტზე 11 იანვარს, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა 12 იანვრის მერე, გამოხატულია ნეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუტე, ასევე ანემია და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მაგრამ ვიხელმძღვანელეთ 12 იანვრით და პაციენტი იგივე მდგომარეობაშია ახლაც", – განაცხადა ნევროლოგმა.

ამასთანავე, თენგიზ წულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩართვა, რომელიც მისივე თქმით, საპატიმრო პირობებში ნაკლებად რეალისტური, თუმცა შესაძლებელია. 

"ვფიქრობ, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, იგეგმება მართალია, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა, მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics