23:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 16:46:46, 711 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ომბუდსმენის სამედიცინო გუნდის შეფასებები მნიშვნელოვანია

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და შეფასებები მნიშვნელოვანია, რადგან მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს.

მისივე თქმით,  სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც ჯანმრთელობის ისე სასამართლო პროცესებთან მიმართებაში ყურადღებით აკვირდებიან.

"მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი.

ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics