2022-01-14 13:18:56, 582 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უკრაინაში რამდენიმე საქმე აღიძრა
![]() საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული. როგორც უკრაინელმა ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემა, შესაბამისად, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. „გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი - პუტინი წავა სანატორიუმში, 2023 წელს ის ცოცხალი აღარ იქნება
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს
სიმონიანი ბირთვულ ომზე - თუ რუსეთი დამარცხდება ყველაფერი ცუდად დასრულდება, დასაკარგი აღარაფერია
კობახიძე: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს - რადიკალური ოპოზიციაც ზუსტად ასე იქცევა
|
ომი უკრაინაში![]() მარიუპოლში, სარდაფის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი იპოვეს
![]() კულება: ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი აქვს - დააჩქარეთ მოწოდება
![]() ხერსონის ე.წ ადმინისტრაცია - არ ვგეგმავთ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ყოფნას, გვსურს რუსეთის სუბიექტი ვიყოთ
ვიდეო/LIVE გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს
მარიუპოლის დაცემა
დღის თემა
![]() ვიკიპედიაში რამდენიმე ენაზე ტერმინი რაშიზმი გაჩნდა, მათ შორის რუსულ ენაზე - რა არის რაშიზმი?
მთავარი თემა
|