22:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 19:27:53, 1592 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ და პოლიტდევნილებად დატოვეს

„„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა - ეს ნამდვილად ასეა. ეს ადამიანები, უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

მისი განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიზანს ამ ადამიანების რეპუტაციული განადგურება წარმოადგენდა.

 „„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა - ეს ნამდვილად ასეა. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოიტანეს გამამართლებებლი გადაწყვეტილება, ეს ადამიანები უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს.
წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად გაუგონარია, რომ მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ქმედება იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ხანდაზმულია და რომელზეც საერთოდ მსჯელობაც არ შეეძლო სასამართლოს და პროკურატურამაც კი არ შეიტანა მოთხოვნაში. მოკლებულია სამართლებრივ შინაარსს და შესაძლებლობას, მოკლებულია სასამართლოს და პროკურატურას, რომ ამაზე ემსჯელათ. 
მაგრამ ნახეთ რა გააკეთეს, სამი მსხვილი ბიზნესმენი, აქედან ორი მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი გამოაცხადეს თაღლითებად და უთხრეს, რომ არ გსჯით იმიტომ, რომ ეს ქმედებები არის ხანდაზმული. რეალურად, მათი მიზანია, რეპუტაციული განადგურება და მეორე დამოკლეს მახვილი დააკიდეს, როგორც ამ ადამიანებს ასევე ორ ორგანიზაციას - პოლიტიკურ ორგანიზაციას „ლელოს“ და კრიტიკულ მედიას „ტვ პირველს“ და უთხრეს, რომ ეს გასაჩივრდება და როგორც მოიქცევით იმის მიხედვით იქნება პასუხი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics