22:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 12:39:44, 1127 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიიის დაპატიმრებას

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიიის დაპატიმრებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, 10 მილიარდი დოლარის ინვესტორი, რომელსაც საქართველოში, ფაქტობრივად, 200 00-მდე სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია, გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. არადა, უკრაინაში ამ მიმართულებით აქტიურად იყენებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. კარგად უნდა გაიაზრონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრობის“ ოფისში ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არ გამორიცხა, რომ პარტიაში მოხდეს ცვლილებები.

„პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ, როცა ჩემი კოლეგები, ყველანი ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics