22:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 13:22:49, 867 ნახვა

პოლიტიკა
გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიაში მისი ექსტრადაციის საკითხი არ დადგება

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ გერმანიის სასამართლო მის საქმეზე რამდენიმე კვირაში იმსჯელებს.

როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადირება არ მოხდება.

ამასთნავე, კალანდაძე აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი ტალღა მისი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით.

"რომ გითხრათ, რომ პირველად შემოვფრინდი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში მოგატყუებთ, სამჯერ ვარ ნამყოფი პასპორტში შტამპეპი მაქვს. შემოფრენისას არ მქონდა პრობლემა, ვენაში მქონდა შეხვედრა, მერე ბერლინში ჩავედი და მოვდიოდი უკან, გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, მერე გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ, იმიტომ რომ ვიმყოფები ძებნაზე. მე გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი და არ იყო არანაირი პრობლემა.

ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სადღაც სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული...იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით" ,- განაცხადა გიგი კალანდაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics