22:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 21:16:20, 1503 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ნაზარბაევს, ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, ქვეყანა პირად საკუთრებად ექცია

„ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.

ექს-პრეზიდენიტის განცხადებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ რა რეპრესიებიც არ უნდა განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა, მაინც თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

„მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.

​ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics