|
2021-12-27 18:03:07, 878 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი პარლამენტს, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა პარლამენტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, თუ ამ ეტაპზე რეორგანიზება მიმდიანრეობს მაშინ პროცესში, როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები უნდა ჩაერთოს. ამასთან, ელჩის განცხადებით პროცესი სამსახურის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული. "გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან და მისი გუნდთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მის მივალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელის მიერ და ამით, რა თქმა უნდა, იგი უზრუნველყოფს სააჯარო მოხელეების ანაგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ახალი კანონმდებლობა, რომელიც გულისხლობს სახელმწიფო ინსპექტორის რეორგანიზაციას გაყფას ორ ნაწილად, სამწუხაროდ ეს პროცესი ამ კანონმდებლიბის შემუშავების წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე თუ ამ სფეროს ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო საჭიროება იმისა რომ, აღნიშნული პროცესი წარმართილიყო ასე ნაჩქარევად. გარდა ამისა, ინსპექტორმა შეხვედრაზე გვითხრა მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკონონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას, თუმცა ამ კანონმდებოლობის განხილვა არ ყოფილა. ყველაზე პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციებს რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო ინსპექოტრის სამსახურიდან მარტის თვიდან, არანაირი კითხვის ნიშანი, არანაირი საჩივარი ამ თანამერომლების მიმართ არ ყოფილა. ყველა მათგანი არის ამ ამ სფეროს ექსპერტი და კეთილსინდისიარად ასრულებს თავის საქმაინობას და პარლამენტის მხირიდან არანაირი კითხვისნიშანი მათ მიმართ არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან სამწუხარო თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ სამსახურის გაგრძლებას. პარლამენტის მიმართ ჩვენი თხოვნა იქნება, გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ დაუშვად რეორგანიზაცია მიდის სამსახურის,მოხდეს ინკლუზიური პროცესის წარმართვა და მასში იყოს გათვალისწინებული რეალური შეთავეზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ან პროცესში ჩაერთოს თავად ინსპექტორი, ექსპერტები და დაინტერებული პირები." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)