22:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 13:54:31, 791 ნახვა

პოლიტიკა
აბაშის საკრებულოს ახლმა თავმჯდომარემ თანამდებობა და დეპუტატის მანდატი დატოვა

აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადმოწვეული საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა და საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.

როგორც ლევან მაკალათიამ საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა, მან დატოვა საკრებულო თუმცა რჩება ქართული ოცნების წევრად და მხარდამჭერად.

„ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, - აცხადებს მაკალათია.

შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 3 დეკემბერს აირჩიეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics