07:46 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 12:16:20, 367 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.

"ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

სომეხთა და ქართველთა ძმობა ათასწლეულებს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ქართველებთან, ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად  იღწვით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.  აქ დაბადებული მრავალი სომეხი თანამოქალაქე - კულტურისა თუ მეცნიერების სახელოვანი მოღვაწეები საქართველოს ისევე ეამაყება, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა დიდი შვილები.

ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics