19:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 18:17:44, 399 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა არის ამოწურული და დროა, მათ ადგილი ოპოზიციაში დაუთმონ ახალგაზრდებს

„ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა არის ამოწურული და დროა, მათ ადგილი ოპოზიციაში დაუთმონ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნებიან ორიენტირებული პროგრესზე, ქვეყნის განვითარებაზე და  მათსავით არ იქნებიან ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „POSTV"-ის ეთერში.

რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" მხარდასაჭერად შეკრებილთ და აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნის დეოკუპაციას.

იუსტიციის მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ", ქართველი ხალხის ნების საფუძველზე, უკვე მოიპოვა გამარჯვება, ოპონენტების პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა კი, უკვე ამოწურულია.

„ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც უკვე დამარცხდება ჩვენი ოპონენტი, იცოდნენ, რომ მათი პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა არის ამოწურული და დროა, ადგილი ოპოზიციაში დაუთმონ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნებიან ორიენტირებული პროგრესზე, ქვეყნის განვითარებაზე და  მათსავით არ იქნებიან ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი და სხვას ვეღარაფერს ხედავდნენ", – დასძინა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და პროგრესზე, რომელსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლება სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს:

„ბატონი პრემიერ-მინისტრის დავალებით,  აბსოლუტურად ყველა სამინისტრომ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა, რომელიც არის გრძელვადიანი – 10-წლიანი სამოქმედო გეგმა.  ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრომაც შეიმუშავა სამოქმედო გეგმა. ჩვენ გავაცანით ეს საზოგადოებას თბილისში და დავიწყეთ უკვე რეგიონებში გაცნობა. აქ არის ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება, მაგალითად, სერვისების მიმართულებით ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს იუსტიციის სახლი, რათა მოსახლეობამ შეძლოს და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რისი შეთავაზებაც შეუძლია სახელმწიფოს; ასევე, პენიტენციური მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ ე.წ. ციფრული უნივერსიტეტის პროგრამის დაწყებას, რაც თითოეულ პატიმარს მისცემს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას; ასევე, სპორტის მართვის ახალი სისტემის დანერგვას იმავე პენიტენციურ სისტემაში, რაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს მისცემს  შესაძლებლობას, მაქსიმალურად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და  იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით;  ამასთან, საბჭოთა მემკვიდრეობა უნდა ამოვიღოთ კანონმდებლობიდან და ვემსახურებით იმ ძირითად გეგმას და იმ ძირითად კურსს, რომელიც  აქვს ქვეყანას აღებული. მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გაჩნდა კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე".

რატი ბრეგაძის თქმით, დესტრუქციაზე ორიენტირებულ ოპოზიციას ხელისუფლება პასუხობს საქმით და სიმშვიდით და ბოლომდე იცავს თმენის ვალდებულებას. სწორედ ამიტომ გამარჯვება ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების" მხარეს იქნება.

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზე და როგორც  ჩვენ ვხედავთ, აბსოლუტურად ყველა ბრალდება მათი მხრიდან არის სიცრუე. ისინი ქადაგებენ სიძულვილის ენით, რაც არის ძალიან საშიში ტენდენცია. ჩვენ მათ ვპასუხობთ მხოლოდ და მხოლოდ საქმით და სიმშვიდით. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და  ჩვენ ამ ვალდებულებას ბოლომდე შევასრულებთ... ჩვენ აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ამ გამარჯვების შემდგომ, ისევე, როგორც მთელ ამ პერიოდში, ჩვენ ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის მსახური. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მოვალეობის შესრულების  პროცესში რა პოლიტიკური შეხედულება აქვს ადამიანს – ჩვენ ვემსახურებით ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics