|
2021-10-27 18:14:00, 511 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ხალხმა დაინახა სახელმწიფოში საკუთარი პარტნიორი და არა მოძალადე
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილნი მხარს უჭერენ სამართლიანობას, ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვას, დემოკრატიას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და დეოკუპაციას. „დიახ, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აღიარებული, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და სწორედ რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ სახელმწიფოს ეზრუნა ადამიანებზე. ყველამ კარგად ვიცით საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და კიდევ ძალიან ბევრი სხვა სიკეთე, რაც მოუტანა „ქართული ოცნების" მმართველობამ ქართველ საზოგადოებას და სწორედ ამ პერიოდში ხალხმა დაინახა სახელმწიფოში საკუთარი პარტნიორი და არა მოძალადე", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2"- ის პირდაპირ ეთერში საუბრისას. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს და გამარჯვების შემდეგ, ისევე, როგორც ყოველთვის, საკუთარი ამომრჩევლის მსახური იქნება. „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ამ დიდ გამარჯვებას ჩვენ ამ ხალხსა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ. ამ გამარჯვების შემდეგ, ისევე, როგორც „ქართული ოცნების" მმართველობის მთელ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის მსახური. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს ადამიანს, ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, 50-პროცენტიანი ბარიერი, რომელმაც ქართული დემოკრატიის განვითარებაზე გარდამტეხი როლი იქონია, სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გაჩნდა. „არჩევნები პრაქტიკულად დასრულებულია. რამდენიმე ქალაქში არის მეორე ტური და ესეც „ქართული ოცნების" მონაპოვარია. ეს არის დემოკრატია, როდესაც იმართება მეორე ტური. ეს 50-პროცენტიანი ბარიერიც, რომელმაც პრაქტიკულად გარდამტეხი როლი იქონია ქართული დემოკრატიის განვითარებაზე, სწორედ „ქართული ოცნების" პერიოდში გაჩნდა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)