|
2021-10-25 14:29:59, 482 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კირკიტაძე, უგულავა, მელია - „ხულიგნების“ მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაცმოძრაობამ“
კირტიკაძე „ხულიგანი“, უგულავა „ხულიგანი“, მელია „ხულიგანი“ – „ხულიგნების“ მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში შესაბამის პასუხს მიიღებს. „გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დავით კირკიტაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი "ხულიგანი". როდესაც ახალი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჯერ სცემა დაცვის თანამშრომელი, შემდეგ, როგორც გუბერნატორმა, სცემა ერთ-ერთი მსაჯი და გუშინ რუსთავის მოქალაქე, რომელიც იყო მისული მათ ოფისთან. ვხედავთ რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე, კირკიტაძე - "ხულიგანი", უგულავა - "ხულიგანი", მელია - "ხულიგანი", "ხულიგნების" მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)