|
2021-10-23 16:37:28, 709 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია
მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომდევნო 3 წელი არის უნიკალური შანსი რეალური, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. „მინდა, გავაკეთო შედარება, კარგად გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, როგორი მანიპულაცია, როგორი ძალადობა, აგრესია და ტერორი მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში და 55 ხმას კი არა, ყველას კარგად ახსოვს, ათასობით ხმას იპარავდნენ, ჩვენი მოსახლეობის ხმებს იპარავდნენ, ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გამოვიძიეთ ეს საკითხი, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობები ამოვიღეთ, მაშინ კუდ-ის სპეციალური დანაყოფი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციებს და მიდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო ურნებში ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს. ეს ხელწერა იყო და განსხვავება ნახეთ დღევანდელ არჩევნებზე, ერთ-ერთი სანიმუშოა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ, ბაღდათის მოსახლეობა დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ხმას მისცემს ჩვენს კანდიდატს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. სხვა ალტერნატივა ქვეყანას უბრალოდ არ აქვს. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით. 9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, 8 არჩევნები მოვიგეთ და ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, ამ 3 წელიწადში რეალური, ხელშესახები ეფექტი და შედეგები ვნახოთ და ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ წარვდგებით პირნათელი ჩვენი ხალხის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)