15:43 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 16:19:35, 1038 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე - ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია, მიდგომაც თანასწორი იქნება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანასთან დაკაშირებით აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა პატიმართან მიმართებაში მიდგომა თანასწორი იქნება.

ბრეგაძის თქმით, ვერ გააკეთებს სერიოზულ კომენატარს  იმ  განცხადებებზე, თითქოს სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა შურისძიებაა, ვინაიდან ექიმების რეკომენდაციას ხელისუფლება სრულად ითვალისწინებს.

"რა თქმა უნდა, საავადმყოფოში იქნება იზოლირებული, რაც  მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ყველაფერი იქნება გაკეთებული. ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ იქნება აბსოლუტურად თანასწორი. ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება ექიმებისგან, შედგა კონსილიუმი, ჩვენ მივიღეთ მათგან რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რამე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რამე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს". - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics