|
2021-10-20 16:34:57, 723 ნახვა
პოლიტიკა
პარტიებმა „დროამ" და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
პარტიებმა „დროამ" და პარტია „ლელო- საქართველოსთვის“ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არის ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი გაერთიანდეს და მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს სრული ძალაუფლება. „საჭიროა გარღვევა, საჭიროა ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქორობს პროდასავლურად , ქართულად სახელმწიფოებრივად . საჭიროა, რომ ძალიან სწრაფი ეკონომიკური რეფორმები მოხდეს, საჭიროა, რომ ქვეყანას ძალიან მალე ჰქონდეს სამართლიანი მართლმსაჯულებ და ასე შემდეგ. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, პარტი „დროა“ და პარტია „ლელო- საქართველოსათვის“ რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი - პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ", - განაცხადა ხაზარაძემ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომენტარია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც გააკეთა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხალხს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. „ჩვენ "დროა" და ლელო , დარწმუნებული ვარ სხვა პარტიებიც ვდგებით ერთად და ამ არჩევნებზე ხალხს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის და ნიკა მელიას დიდი ძალისხმევა, რომ ეს მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო ენმ როგორც უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილების საფუძველი",- განაცხადა ხოშტარიამ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)