|
2021-10-20 11:26:19, 3043 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია – ჰოსპიტალიზაცია მიმდინარე პერიოდში 12%–ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს
ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში 12%–ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მობილიზებულია დაახლოებით 9 000–მდე საწოლი ,რომელიც ძირითადად რეგიონებისთვის გამოიყენება. "ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა, ეს მიუთითებს, რომ გამომდინარე ვაქცინაციის ფონიდან, ან შესაძლოა შემთხვევები მსუბუქია, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით 9 000–მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მეოთხე ტალღირს პერიოდში, დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში, აჭარაში, რადგან დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი არის ყველაზე დაბალი, ამდენად, ჩვენ ვიყენებთ საწოლფონდს რეგიონებისთვის", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)