|
2021-10-19 22:48:29, 2965 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე – პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებსაც ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ფარგლებში გასცემს. როგორც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო მზადაა, რეკომენდაციების შესრულება ხვალიდანვე კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყოს. „აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და, ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში რეკომენდაციები იქნება შესრულებული. პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა ამ ეტაპზე თავად ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა, გამოთქვა მზადყოფნა მათი სრულყოფილად შესრულებისთვის. მინისტრმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია. „იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)