|
2021-10-19 19:41:00, 709 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი - მმართველმა პარტიამ შარლ მიშელს უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“
არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს უნდა ევროპაში ინტერგრაცია, არსებული გეგმა გადაჭრბებით უნდა შეასრულოს. „მე მესმის ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტიდან, ეს ის არის, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ, საკმაოდ პოპულარულია ევროკავშირშიც კი ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება. მაგრამ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, თქვენ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა. თქვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თქვენს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ, რომ უკეთ იმუშაონ, რათა დაარწმუნონ და შექმნან დადებითი აღქმა ბრიუსელში, ინსტიტუციებს შორის და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ. მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. შარლ მიშელი არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ის პირადად ჩაერთო ქვეყნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში და მმართველმა პარტიამ მას უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“ ეს ის არ არის თუ როგორ უნდა ეძებდნენ ქვეყნები შესაძლებლობას, რომ გეგმა არსებულზე უკეთ შეასრულონ“,- განაცხადა კუბილიუსმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)