04:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 11:50:56, 541 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - საოლქო კომისიები ორი ოქტომბრის არჩევნების შედეგებს დღეს შეაჯამებენ

საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს დღეს შეაჯამებენ, სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას.

„დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, იმისათვის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით შეძლონ შეჯამებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა;

აქედან გამომდინარე, თითოეულ კომისიაში, შედეგები კანონიერ ძალაში შესული, ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შეჯამდება. როგორც კი საოლქო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ შეჯამების პროცესს, ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

ამასთან გაცნობებთ, რომ დღეს, 20:00 სთ-ზე ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია შეაჯამებს თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების და თბილისის მერის არჩევნების შედეგებს.

სწორედ სხდომაზე მიიღებს ცესკო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვრავს 30 ოქტომბრის მეორე ტურის ორგანიზებისთვის აუცილებელ ღონისძიებებსა და ვადებს“, - განაცხადა იოსელიანმა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics