|
2021-10-14 15:00:27, 2904 ნახვა
კომენტარი
ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება კიევის ღირსების საკითხია
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე, ლიზა იასკო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნება, კიევის ღირსების საკითხია. „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ლიზა იასკო აღნიშნავს, რომ უკრაინა განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების ვარიანტებს, თუმცა, მისივე თქმით, ბევრი ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. „ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ ხაზზე პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის ელჩთან. მთლიანობაში, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე დააბრუნონ კიევში, მაგრამ ბევრია დამოკიდებული ქართულ მხარეზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ის ძალისხმევა, რომელსაც ოფიციალური კიევი იყენებს მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად, იასკო აცხადებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება - ქვეყნის ღირსების საკითხია. „მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო სიმართლის მხარეს. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დიდად დაინტერესებულნი იმაში, რომ ის იყოს პოლიტიკურად აქტიური. მაგრამ მისი დაბრუნება - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი. იმ განცხადებებში, რომლებსაც აკეთებდა თავიდანვე ზელენსკი, აღნიშნულია, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშილს არ დატოვებს საქართველოში“, - აღნიშნავს ლიზა იასკო შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც საქართველოში, ბათუმში იყო გადაღებული. იმავე საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი, დააკავეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ლიზა იასკო ერთობლივ ოჯახზე საუბრობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)