|
2021-10-03 03:42:54, 1024 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ 10-ზე მეტ რაიონში მეორე ტური გაიმართოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ 10-ზე მეტ რაიონში მეორე ტური გაიმართოს. „არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება ნახევარი რაიონების, მაგრამ შესაძლებელია, ეს იყოს 10-15 რაიონში. ეს არ იქნება 2 და სამი, მაგრამ არც 30. თბილისს რაც შეეხება, თბილისში თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის მონაცემის მიხედვით, არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3-პროცენტიანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეგზიტპოლი შეცდეს ამ სამი პროცენტის ფარგლებში უფრო იქით, რომ იყოს მეტი, მაგრამ არაფერია გამორიცხული, შესაძლებელია, იყოს ნაკლები, ამიტომ გადაჭრით ამაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში ამის შესახებ თქვენც და ჩვენც გვეცოდინება. მონაცემები განუწყვეტლივ იცვლება. ჩემი აზრით, 10-ზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტურები“, – განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე იქნება თუ არა თბილისის საკრებულოში კოალიციის აუცილებლობა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს გამორიცხულია. „დედაქალაქში კოალიციის აუცილებლობა არის გამორიცხული, თეორიულადაც. შეუძლებელია, ასე მოხდეს, არ ვიცი ვიღაცას ავიწყდება, თუ შეგნებულად ცრუობს. მაჟორიტარებისთვის არის 40%-იანი ბარიერი და არა 50%-იანი ბარიერი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ათივე ოლქში მათი მონაცემების მიხედვითაც, მაგალითად ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებითაც, რადგან საუბარია 46 პროცენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, თბილსიში იქნება ისეთი მონაცემები, რომ პარტიისა და მაჟორიტარების მონაცემები რადიკალურად არ განსხვავდება. შეიძლება მაჟორიტარის კიდევ უფრო მეტი იყოს. 10-ვე ოლქში იგებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი, ეს 10 გარანტირებული მანდატი, ამის შემდეგ თუ დახლოებით იმავე პროცენტებზე გადავთვლით, 30-ზე მეტი მანდატი გამოდის „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში. თეორიულად გამოირიცხა ამ დათქმის მიხედვით, რომ თბილისში იყოს საკრებულოში კოალიციის შექმნის აუცილებლობა. როგორც ჩანს, მათ არ გაითვალისწინეს 40%-იანი ბარიერი, რომელიც არის მაჟორიტარისთვის და არა 50 პროცენტიანი, რომელიც არის მერისთვის მხოლოდ და მხოლოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)