|
2021-10-02 10:52:39, 541 ნახვა
პოლიტიკა
ტომას ზდეჩოვსკი, ევროპარლამენტარი - დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში
"დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ განაცხადა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ აქ, ზუსტად ამიტომ გვსურს თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და ვაკვირდებით თქვენს არჩევნებს. გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი ნამდვილად ძალიან ძლიერი და ნათელი იყო, ჩვენ ნამდვილად გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელება და გვსურს შესანიშნავი ურთიერთობის ქონა. ნამდვილად, არ შეჩერდეთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში. ეს ყოველთვის ასეა, ყველა დროს, ყველა ქვეყანაში. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა. ბევრი ჩვენგანი ძალიან გამოცდილია, ჩვენ გვსურს სამართლიანი არჩევნები და გვსურს ვიკითხოთ (ცესკოში თავმჯდომარესთნ შეხვედრაზე), როგორ მოახერხებთ, რამდენი ადმაიანი გყავთ, როგორ ფუნქციონირებს სისტემა და ა.შ ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხებია" - განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)