|
2021-10-02 09:33:18, 750 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო. "სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათანადოდ დაცული. ოპერაცია მთალიანდ არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ის, რომ ოპერაცია წარამტებით წარიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სათანადოდ იყო დაგეგმილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და გახსოვთ მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)