|
2021-10-02 03:41:31, 639 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები - გვაშფოთებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა
შეერთებულ შტატებში, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საუბრობენ პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, განცხადებას ავრცელებენ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი. კონგრესმენები აცხადებენ, რომ მათ აშფოთებთ ძალადობის და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ცნობები. „ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც“, - აცხადებენ კონგრესმენები. “ამერიკის ხმასთან“ კომენტარები გააკეთეს ასევე სენატორებმა. სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და ამავე ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს მშვიდ გარემოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)