|
2021-10-01 23:34:57, 670 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი სააკაშვილის დაკავებაზე: გასაიდუმლოებული ოპერაცია იყო, ბოდიშს ვუხდი ჩვენს გუნდს
არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. '"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ, მე ვიტყოდი, გასაიდუმლოებულ ოპერაციაში იყო ჩართული თავიდანვე. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ალბათ სამართალდამცველები გააკეთებენ დეტალურ ინფორმაციას, მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ არ უცოდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან, მათაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან, ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა და საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)