|
2021-10-01 23:33:54, 581 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია
ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ყველაზე მეტად ქ ხალხს აკლია, ეს არის მშვიდობა და პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, შესაბამისად, ქვეყანაში არეულობა არავის ინტერესში არ შედის. „მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დამშვიდება. რაც ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს აკლია, ეს არის სწორედ მშვიდობა, პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, იმიტომ რომ არავის ინტერესში არ შედის ქვეყანაში არეულობა. ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ხელწერას, რომელიც ბატონ სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს აქვთ, და მითუმეტეს, ვიცოდით რა მათი გეგმების შესახებ, დიდი პროვოკაცია და არ გადავაჭარბებდი, დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებმაც უბადლოდ, იდეალურად შეასრულეს აღნიშნული ოპერაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)