14:05 - 08 Nov, 2026
|
2021-10-01 22:39:36, 716 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს
უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მედიის ინფორმაციით, ელჩის დაბარება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. "მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია ასეთი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ",- წერს უკრაინის დიპლომატიური დეპარტამენტის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო Twitter-ში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)