|
2021-08-17 12:04:34, 1856 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება სექტემბრისთვის, NCDC სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს
ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, NCDC ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ. „ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც შემოვიტანეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვების მაჩვენებლი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)