|
2021-08-12 18:24:44, 1885 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს მედიცინის თავდადებულ პირებს
დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან მოდის, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას, დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, როგორც 900 წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ხდება ნიშნის მოგების, პოლიტიზირებისა და ერის დაპირისპირების საგანი, რაც სრულიად მიუღებელია. „დღევანდელი დიდგორი ანდემიასთან მოდის, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას, სახელმწიფოს და რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა, ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს იმ თავდადებულ პირებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პიროვნებები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)