|
2021-08-05 13:59:12, 1756 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირების ზრდის „ბუსტერი“ არა ტურიზმი, არამედ ქორწილი და დიდი თავშეყრაა
ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრუალად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გაბუნიას თქმით, ინფიცირების ზრდის მთავარი „ბუსტერი“ ქორწილი და დიდი თავშეყრებია, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს. „ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი ფაქტორია, მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს. ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)