|
2021-08-03 15:14:05, 1601 ნახვა
კომენტარი
პრემიერი IRI-ზე - არასდროს ვენდობოდით „ნაცმოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს
ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი ლები ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი პატივს სცემს IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, უშუალოდ არიან მართული „ნაციონალური მოძრაობის" მიერ. „მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშაო თქვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ასეთი ინტერესისთვის. მე მინდა ერთი რამ გითხრათ - დიდი ალბათობით ჩვენი მოსახლეობა გვიყურებს და ძალიან არასასიამოვნო მოსასმენია ის ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენს მოსახლეობას ახლა ვესაუბრები ჩვენს სამომავლო ხედვებზე - როგორ განვითარდეს ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ მოვაგვაროთ ჩვენი მოქალაქეების რეალური პრობლემები. ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგიური სიტუცია - ეს არის მთავარი საზრუნავი. რაც შეხება კვლევებს - ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. აქვე მინდ დავადასტურო - ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ დაკვეთილი და ადგილზე შესრულებული სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის" კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი ლები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)