|
2021-07-20 14:14:26, 961 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ინდიკატორები გაუარესებულია, გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის მთავარი მოცემულობაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში ეპიდვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია. მისი თქმით, საქართველო ნარინჯისფერი ზონიდან წითელ ზონაშია გადასული, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა. „ეპიდსიტუაცია რომ გაუარესებულია, ამაზე ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდიაციო საბჭოზე, ყველა ინდიკატორი რაც ეპიდვითარებს ახასიათებს, გაუარესებულია. ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ, ეს ძალზე საყურადღებოა, ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)