|
2021-07-08 20:36:51, 1165 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვირვიშვილი - ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი ევროპული ღირებულებების მქონე გუნდია
„ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ევროპული ღირებულებების მქონე გუნდი. ამიტომ მინდა, ყველას ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვუთხრა - არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი დაუშვებს ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში" სტუმრობისას. მარიამ ქვრივიშვილმა ორი დღის წინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აქცენტი სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მისი განცხადებით, საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს. „პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად აღმართა ევროკავშირის ჩამოხსნილი დროშა და ეს არის უდიდესი გზავნილი. მოხარული ვარ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გუშინვე ვიხილეთ მათი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც ქვეყნისადმი, რომელსაც აქვს სწორი ევროპული ღირებულებები - ჩვენ არცერთი წუთით არ გადაგვიხვევია ამ ღირებულებებისთვის და არც ვაპირებთ, რომ გადავუხვიოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)