|
2021-06-26 17:41:43, 1074 ნახვა
კომენტარი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს
„19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს“, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ბორდერიზაცია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას აზიანებს და ეს მიუღებელი ფაქტია. „ევროკავშირისა და მათი სამი ქვეყნის ვიზიტი იყო პირველი და ეს ნათლად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვიზიტი ემყარება ნდობის მშენებლობას. რაც შეეხება ე.წ ბორდერიზაციას, შეშფოთებული ვართ, ეს მიუღებელი ფაქტია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიპორობებში ეს პროცესი უფრო გახშირდა და ფაქტია, რომ ეს ხალხის ცხოვრებას პირდაპირ აზიანებს. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოდ ხდება და ეს ხალხი ნებისმიერი პირობის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ბოლოს რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ის უნდა განხორციელდეს სრულად და მას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს - განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)